Monday, January 21, 2013

მიღება


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ სკოლის შემდგომი სწავლების ყველა საფეხური. კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ საფეხურებზე/ პროგრამებზე:


  • პროფესიული
  • საბაკალავრო
  • სამაგისტრო
  • სადოქტორო
  • სხვადასხვა  სასერტიფიკატო პროგრამები.   



ჩვენ შესახებ


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს. 2006-დან 2011 წლამდე მის შემადგენლობაში შევიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი, გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი, ზოოლოგიის, ბოტანიკის, გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის, პოლიტოლოგიის, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის და სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.
ერთიანი სივრცე ემყარება სამ პრინციპს:

  • აკადემიურ თავისუფლებას;
  • სინდისის თავისუფლებას;
  • არჩევანის თავისუფლებას.